Friday, August 17, 2018

                                               ტრენინგის მეცხრე დღე
   დღეს მეტად ნაყოფიერად ვიმუშავეთ,  ბლოგზე დაგვხვდა ქალბატონ მაიას კომენტარი და კიდევ ერთხელ გადავხედეთ ჩვენს საქაღალდეებს, შევასწორეთ თუ კიდევ რაიმე ხარვეზი გვქონდა, ასევე მოვისმინეთ ჩვენი  კოლეგების პროექტთა პრეზენტაციები და ჩვენც წარვადგინეთ ჩვენი ნამუშევარი.


               დიდი მადლობა ქალ.მაიას ნაყოფიერი მუშაობისათვის.

Wednesday, August 15, 2018

                                                   ტრენინგის მერვე დღე
  დღეს ვიმუშავეთ პროექტის გეგმაზე ,სადაც შევავსეთ დიფერენცირებული სწავლების გრაფები, სსსმ მოსწავლეებს მოვარგეთნ თემასთან დაკავშირებული ის აქტივობები,. რომლებიც მათ უნარებს და შესაძლებლობებს შეესაბამება.
ეს ნამუშევრები ავტვირთეთ ბლოგზე.

Monday, August 13, 2018

                                            ტრენინგის მეშვიდე დღე


 დღეს ვიმუშავეთ შეფასების რუბრიკებზე,განვიხილეთ განმავითარებელი, ჯგუფური და და თვითშეფასების რუბრიკები.ასევე განვიხილეთ მოსწავლის სავარაუდო ნაშრომების შეფასების რუბრიკა. ვისწავლეთ ბლოგზე ლინკის მიმაგრება.

Friday, August 10, 2018

               


დღეს ვიმუშავეთ ელექტრონული გაზეთის შექმნაზე, მოვიძიეთ თემის შესახებ ინფორმაციები და შევიტანეთ ელექტრონულ გაზეთში,ასევე ვისწავლეთ ბლოგზე გვერდების შექმნა

Wednesday, August 8, 2018

                                                    ტრენინგის მეხუთე დღე

დღეს ვიმუშავეთ გეგმაზე წყვილებში და მოვისმინეთ  მეწყვილის პროექტი. შევიტანეთ პროექტის მსვლელობის პროცედურები დაწვრილებით,ასევე ვიმუშავეთ პრეზენტაციის ეფექტებზე და რაც მთავარია, ვისწავლეთ პრეზენტაციის ბლოგზე ატვირთვა და გამოქვეყნება.

Monday, August 6, 2018

                                               ტრენინგის მეოთხე დღე
  დღეს ვიმუშავეთ გეგმის შაბლონზე, ვისაუბრეთ პროექტის შინაარსზე,დავსვით მიმართულების მომცემი კითხვები და დავიწყეთ მუშაობა სლაიდებზე.

Friday, August 3, 2018

                             ტრენინგის მესამე  დღე
         

ტრენინგის მესამე დღეს ვიმუშავეთ პროექტის გეგმის შაბლონზე, ჩავსვით ეროვნული გეგმის სტანდარტები, განვსაზღვრეთ ის შედეგები რაზედაც უნდა გაგვიყვანოს ამ პროექტმა. ასევე ვიფიქრეთ თემატურ და შინაარსობრივ კითხვებზე.

Wednesday, August 1, 2018

                                       
                                    ტრენინგის მეორე დღე

              დღეს ვისაუბრეთ იმაზე ,თუ რა მნიშვნელობა აქვს პიარს ნებისმიერ საქმეში. ასევე აღვნიშნეთ ისიც, რომ ასევე დიდი მნიშვნელ;ობა აქვს ბუკლეტს საზოგადოების დასაინტერესებლად, საზოგადოებაში იგულისხმება მოსწავლეების მშობლები, დირექცია და კოლექტივი. აქედან გამომდინარე შევქმენით ბუკლეტი და გავაფორმეთ. ვიმუშავეთ გაგმის შაბლონზე.